იურა ზოიფერი 1912 წლის 8 დეკემბერს დაიბადა, იმჟამინდელ ცარისტულ ხარკოვში. 1920 წელს მისი ოჯახი სტამბულის გავლით ვენაში გაიხიზნა. აქ შექმნა მან ტექსტები, რომლებიც მოძიებულ იქნა და გერმანულ ენაზე ოთხტომეულის სახითაა გამოცემული.
1939 წლის 16 თებერვალს, იგი ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა. მისი სიკვდილის გარემოებანი გადმოცემულია გერმანულენოვან წიგნში იურა ზოიფერის (1912-1939) ხსოვნისადმი. დღესდღეობით იურა ზოიფერის შემოქმედება თარგმნილია 50-ზე მეტ ენაზე. ყველა ნაბეჭდი და ფაილბუქის სახით არსებული თარგმანი ზოიფერის ვირტუალურ არქივშია ხელმისაწვდომი. არქივი ამჟამად გერმანულ ენაზეა. იურა ზოიფერის გერმანულენოვანი ინტერნეტ გვერდი 1998 წლიდანაა ქსელში.
იგი იურა ზოიფერის საზოგადოების მრავალმხრივ საქმიანობას ასახავს: ტექსტების გამოცემა, თარგმანები, ღონისძიებები (ლექცია-მოხსენებები, თეატრალური წარმოდგენები, რადიოდადგმები, ფილმები, ინტერნეტკლიპები, ინტერნეტმოხსენებები და ა.შ.), სამახსოვრო ადგილები ავსტრიასა და მთელს მსოფლიოში, იურა ზოიფერის ცენტრი ლებერბერგზე (ვენა) და ა.შ.
აქამდე ზოიფერის გვერდის ინგლისური და იტალიური ვერსიებიც შეიქმნა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ზოიფერის დღემდე მოძიებული შემოქმედება თითქმის სრულადაა ნათარგმნი ინგლისურ და იტალიურ ენებზე. ზოიფერის ინგლისურად თარგნა მის სიცოცხლეშივე, 1930-იან წლებში დაიწო, ხოლო იტალიურად, 1946 წელს ფაშისტური დიქტატურისაგან გათავისუფლების შემდგომ.
2016 წლის მაისიდან ზოიფერის საიტის ვერსია ოცამდე ენაზე იქნება წარმოდგენილი. ეს თარგმანები სათითაოდ დაკავშირებულია ფაილბუქებთან (ზოიფერის თარგმანების PDF-ფაილები). 2017-2032 წლებში ზოიფერის ვებგვერდი 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნება.
ვებგვერდის ეს ვერსიები არ წარმოადგენენ გერმანული ვებგვერდის მოცულობის სრულ თარგმანს. ეს ვებგვერდები წარმოადგენენ საკომუნიკაციო პლატფორმას თითოეულ ენაზე და ემსახურებიან იურა ზოიფერის ვირტუალური არქივისათვის აქტივობათა დოკუმენტაციის შეგროვებას.
ამ ვებგვერდების მოცულობა დამოკიდებული იქნება შესაბამის ქვეყნებში გაწეულ საქმიანობასა და საზოგადო აქტივობაზე, ასევე ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე. ამ პროექტში მონაწილეობა ნიშნავს საზოგადოებრივი მეხსიერებისათვის, საზღვრებს გაღმა კულტურული თანამშრომლობისათვის და მშვიდობისათვის აქტიურ ქმედებას.
თუ თქვენ გაგიჩნდათ კითხვები ან შემოთავაზებები მოგვმართეთ გერმანულად, ინგლისურად, ფრანგულად პირადად მე: arlt@soyfer.at
ქართული ფაილბუქების შეკვეთა შეგიძლიათ:
http://www.inst.at/burei/f_reihe-js_I.htm
ან მიმართეთ იმეილით თორნიკე ფოცხიშვილის.
2016 წლის ბოლომდე, საქართველოში ზოიფერთან დაკავშირებული პროექტების შესახებ საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაცია განთავსდება შემდეგ ბმულზე http://www.soyfer.at/js2016/portal-virtuelles-soyfer-archiv/.
მათ შორის, თეატრალური წარმოდგენები, სხვადასხვა ღონისძიება, რადიოდადგმა და რაც მთავარია ზოიფერის ნაწარმოებთა კომენტარიანი თარგმანი, გამოცემული ქართულ ენაზე, რაშიც დიდი დამსახურება მიუძღვის ქალბატონ მზია გალდავაძეს, რომელის დიდი ცოდნითა და გაგებით მოეკიდა ამ საქმეს.
იურა ზოფერის საზოგადოების თავმჯდომარე
სამეცნიერო დირექტორი,
დოქტორი ჰერბერტ არლტი
ვენა, 2016 წლის 24 მაისი
მონაცემები
მედიაუფლებათა მქონი: ინსტ, იურა ზოიფერის საზოგადოება, როზა-იოხმან-რინგ 54/5/6, ვენა 1110.
ცენტრალური რეესტრი (ZVR): http://zvr.bmi.gv.at/Start
რეესრტის ნომერი: 719688120
საფოსტო მისამართი:
Jura Soyfer Gesellschaft Rosa-Jochmann-Ring 54/5/6 A-1110 Wien Austria
ტელ.:0043/(0)676/5364912
ვებგვერდი: www.soyfer.at იმეილი: mail@soyfer.at
ვებგვერდის რედაქცია: http://www.soyfer.at/deutsch/redaktion_hp.htm
იურა ზოფერის საზოგადოების თავმჯდომარე, ვებგვერდის კოორდინატორი: დოქტორი ჰერბერტ არლტი
ვებმასტერი: მარტინ აუერი
კორესპონდენცია ქართულ ენაზე: თორნიკე ფოცხიშვილი
საბანკო ანგარიში:
ERSTE Bank IBAN AT242011129362738200 BIC GIBAATWW
ძირითადი მიმართულება: საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული მასალების, ანალიზისა და ასახვების გამოქვეყნება